ავტომობილის ძიება
გახდი დილერი
გახდი Star Auto Import-ის პარტნიორი და დაიწყე შენი ბიზნესი ავტოიმპორტის ინდუსტრიაში
ჩვენი სერვისები
გახდი დილერი
გახდი Star Auto Import-ის პარტნიორი და დაიწყე შენი ბიზნესი ავტოიმპორტის ინდუსტრიაში
ავტომობილის შეძენა
მარტივი და ეფექტური გზა ამერიკის წამყვან აუქციონებზე ავტომობილის შეძენისთვის
უსაფრთხო ტრანსპორტირება
აირჩიე ყველაზე უსაფრთხო და სანდო სერვისი შენი ავტომობილის ტრანსპორტირებისთვის
ავტომობილების შეძენა
მარტივი და ეფექტური გზა ამერიკის წამყვან აუქციონებზე ავტომობილის შეძენისთვის
ჩვენ შესახებ
STAR AUTO IMPORT მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესია, რომელიც სატრანსპორტო ინდუსტრიაში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს
კომპანიის ისტორია
Star Auto Import მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესია, რომელიც სატრანპორტო ინდუსტრიაში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს. თავდაპირველად კომპანიის ძირითადი საქმიანობა ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვას, ავტომობილების დაჭრას და შეფუთვას მოიცავდა, რომლის რეალიზაციაც ძირითადად გერმანიის ბაზარზე ხდებოდა, თუმცა მრავალი წარმატების მიღწევისა და ინვესტიციების მოზიდვის შემდგომ, ბიზნესი გაფართოვდა და საქმიანობის არეალებიც გამრავალფეროვნდა.
დღესდღეობით უკვე კომპანიის სათაო ოფისები ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზეა. კომპანიის მთავარი და ძირითადი მიმართულება კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათთან პარტნიორობის საფუძველზე, ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებაა. ამჟამად Star Auto Import-ის პარტნიორების უმეტესობა აზიის ქვეყნებში ოპერირებს, და სწორედ აღნიშნული კორპორატიული პარტნიორების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, აზიის ბაზარზე უპირატესი წილის მოპოვება. რეგიონში მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ასევე გახდა დუბაიში არსებული სათაო ოფისი, რომლის მეშვეობითაც იმართება ლოჯისტიკური პროცესები.
პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება, კონკურენტულ ფასებში ამერიკის აუქციონებზე ვაჭრობა, პრემიუმ ხარისხის ავტომობილის შერჩევა და ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები – ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რომლებიც ბიზნეს პარტნიორებს კომფორტულ და მათზე მორგებულ გარემოს უქმნის, და ეხმარება მათ ბიზნესის სწრაფად და ეფექტურად განვითარებაში.